ავტოსაგზაო შემთხვევას ასპინძაში ქალი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 20:07 | 14.01.2021
ნანახია: 668

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ასპინძაში. სოფელ ტოლოშის მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცი მართავდა, შუა ხნის ქალს დაეჯახა. დაშავებული ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციას თავად ჩაბარდა.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის წესის დარღვევასგულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე.

 

.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე