ჩოხატაურში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება მოხდა

საქართველო, თბილისი - 23:12 | 12.01.2021
ნანახია: 683

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბუკნარში დღეს რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება მოხდა. სოფლის მოსახლეობის ნაწილს, რომელიც მუსლიმანურ თემს წარმოადგენს, სოფელში სალოცავის მოწყობა სურს. ამის წინააღმდეგი კი სოფლის ქრისტიანი მოსახლეობაა.

აღნიშნულ ნიადაგზე დღეს თანასოფლელებს შორის კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ხელჩართული ჩხუბის შედეგად დაშავებული ორი მუსლიმი მამაკაცი, თავის არეში მიყენებული დაზიანებებით, კლინიკაში გადაიყვანეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე