გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 3 პირი თავისუფალია

საქართველო, თბილისი - 13:29 | 11.01.2021
ნანახია: 844

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობაში ბრალდებული სამი პირი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე საბა ჩხარტიშვილის, საბა გოგშელიძისა და ირაკლი წაქაძის ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენეს, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

გათავისუფლებულები ამ საქმის პირველ ეპიზოდში, მხოლოდ ნარეკვავის აგარაკზე მომხდარ დაპირისპირებაში ფიგურირებენ.

ფოტო: რუსთავი 2




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე