თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 09:51 | 26.12.2020
ნანახია: 907

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურაბ საჩიშვილი მოკლეს.

დაჭრილია თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილიც.

გავრცელებული ინფორმაციით, საჩიშვილს თელავის პოლიციის უფროსის მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა ესროლა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.


პოლიტიკა

სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე