ქვეყნისთვის სიკეთე გავაკეთე, როდესაც ტრამპს კიდევ ოთხი წლით დარჩენის უფლება არ მივეცი - ბაიდენი

საქართველო, თბილისი - 13:34 | 02.12.2020
ნანახია: 783

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ქვეყნისთვის სიკეთე გააკეთა, როდესაც დონალდ ტრამპს პრეზიდენტის პოსტზე კიდევ ოთხი წლით დარჩენის უფლება არ მისცა.

 „ვფიქრობ, რომ სიკეთე გავაკეთე ქვეყნისთვის იმით, რომ ვიზრუნე დონალდ ტრამპი პრეზიდენტად კიდევ ოთხი წლით არ დარჩენილიყო“, - განაცხადა ბაიდენმა გაზეთ New York Times-თან ინტერვიუში.

მან აღნიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო საზეიმო განწყობა არ ჰქონდა. „საჭიროა დიდი სამუშაოს ჩატარება. მე ორიენტირებული ვარ იმაზე, რომ ზოგიერთი რამ რაც შეიძლება სწრაფად გავაკეთო“, - აღნიშნა ბაიდენმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე