ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 14:24 | 24.11.2020
ნანახია: 442

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა.

55 წლის ექიმი-თერაპევტი ბენო ჭელიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბენო ჭელიძე კლინიკაში 20 ნოემბერს შეიყვანეს. მას ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

''ანამნეზი: კოვიდ 19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწ. უკმარისობა, შოკის სხვა ფორმები, გულის ათეროსკლეროზული დაავადება, მიოკარდიუმის ინფარქტი, არტ. ჰიპერტენზია, გულის ქრ. უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი'' - წერია სამინისტროს ინფორმაციაში.

ბოლო დღეების განმავლობაში აჭარაში covid-19-ით სამი ექიმი და ერთი ექთანი გარდაიცვალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე