ბელარუსის არაღიარებულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ალიაქსანდრ ლუკაშენკა ანათემას გადასცა და ეშმაკით შეპყრობილად გამოაცხადა

საქართველო, თბილისი - 18:58 | 23.11.2020
ნანახია: 685

ბელარუსის არაღიარებულმა ავტოკეფალურმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ქვეყნის პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა ანათემას გადასცა და ის ეშმაკით შეპყრობილად გამოაცხადა. ამის შესახებ განცხადება ეკლესიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 „ღვთისგან ბოძებული ნებით, განვკვეთავთ წმინდა მართლამდიდებლური ეკლესიისგან და გადავცემთ ანათემას ყოფილ პრეზიდენტს ალიაქსანდრ ლუკაშენკას, რომელიც, იმის მიუხედავად, რომ ატარებს ქრისტიანულ სახელს და მიეკუთვნება მართლმადიდებლურ ეკელსიას მხოლოდ დაბადებით, ვუკრძალავთ მიიღოს ზიარების საიდუმლო“, - ნათქვამია ანათემის ტექსტში.

ეკლესიის წარმომადგენლებმა ლუკაშენკას რეჟიმს უწოდეს სატანური ხელისუფლება და მორწმუნეებს მოუწოდეს არ დაემორჩილონ მის ბრძანებებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე