ქალთა საფეხბურთო კლუბი "ლანჩხუთი" ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გადავიდა

საქართველო, თბილისი - 20:19 | 19.11.2020
ნანახია: 916

ქალთა საფეხბურთო კლუბმა "ლანჩხუთმა" უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში რუმინეთში ადგილობრივი "ოლიმპია კლუჟი" დაამარცხა და 1/16-ფინალში გავიდა.

გოლი 68-ე წუთზე ხატია ჭყონიამ გაიტანა.

თამაში რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში გაიმართა.

შესარჩევი რაუნდის პირველ ეტაპზე ლანჩხუთელები სტუმრად ყაზახურ „ოქჟეტპესს“ დაუპირისპირდნენ და ანგარიშით – 2:1 დაამარცხეს.

შემდეგი წილისყრა 24 ნოემბერს გაიმართება, სადაც „ლანჩხუთის“ მეტოქე გაირკვევა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე