ბორჯომის ისტორიულ პარკს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველო, თბილისი - 21:00 | 15.07.2020
ნანახია: 1527

ბორჯომის ისტორიულ პარკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა გამოსცა.

"მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ბორჯომის ისტორიულ პარკს – ა) მინერალური წყაროები; ბ) გოგირდწყალბადიანი მინერალური თერმული წყარო; გ) ხიდები; დ) მინერალური წყლების ჩამოსასხმელი ქარხანა; ე) ჰიდროელექტროსადგური“, – აღნიშნულია ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებაში.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანებაში მითითებული ობიექტ(ებ)ის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა დაევალა.

სააგენტოს იურიდიულმა სამსახურმა კი ერთი თვის ვადაში ობიექტების მონაცემების საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებები უნდა განახორციელოს.

ბრძანება დღეს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე