საქართველოს ბანკის მხარდაჭერით უძრავი ქონების პირველ საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში FIABCI-Georgia Prix d'Excellence- ის ეროვნული დაჯილდოება გაიმართება
საქართველო, თბილისი - 16:46 | 07.02.2020 ნანახია: 1811
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად გაიმართება FIABCI-Georgia Prix d'Excellence-ის ეროვნული დაჯილდოება.
2020 წლის 29 აპრილს აღნიშნული დაჯილდოვებით, რომლის ორგანიზატორებიც არიან FIABCI-Georgia და Property Georgia, გაიხსენება პირველი საერთაშორისო უძრავი ქონების კვირეული და ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება "ექსპო ჯორჯიას" მიერ დაორგანიზებული უძრავი ქონების გამოფენით-G.R.E.E, "საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის" ყოველწლიური გალა ღონისძიებით და თემატური ერთობლივი აქტივობებით.
უძრავი ქონების პირველი საერთაშორისო კვირეულის სამი მთავარი ღონისძიება:
• 29 აპრილს, უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის (FIABCI) პატრონაჟით, პირველად საქართველოსა და რეგიონში FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards Gala 2020-ი ჩატარდება და მას 300-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო დელეგატი დაესწრება.
ღონისძიებაზე უძრავი ქონების საუკეთესო დეველოპერული პროექტები 13 ნომინაციაში გამოვლინდება, გამარჯვებულები კი მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კონკურსში - FIABCI World Prix d’Excellence-ი.
დაჯილდოების ღონისძიება ტარდება საქართველოს ბანკის, „გალტ ენდ თაგარტისა“ და „დიჯითალ არეას“ მხარდაჭერით.
სტრატეგიული პარტნიორია „Colliers International Georgia“, ხოლო ინტელექტუალური პარტნიორია „ფრაისუოთერჰაუსკუპერსი საქართველო“ (PwC Georgia).
FIABCI-Georgia Prix d’Excellence-ის დაჯილდოებაზე პროექტების წარსადგენად რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია გაიარეთ შემდეგ ბმულზე: https://propertygeorgia.ge/forum/awards/registration/
• G.R.E.E - უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა 29 აპრილს გაიხსნება და 3 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
გამოფენაზე მონაწილეობას მიიღებენ სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები, საკონსულტაციო და საფინანსო ორგანიზაციები რომლებიც მომხმარებლებს წარუდგენენ როგორც მიმდინარე, ისე დაგეგმილ პროექტებს საინტერესო შეთავაზებებით.
დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ ერთ სივრცეში შეხვდნენ ამ დარგის ყველა წარმომადგენელს და ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით.
უძრავი ქონების გამოფენის პარალელურად გაიმართება “Caucasus Build”-ის ყოველწლიური საერთაშორისო სამშენებლო გამოფენა, რომელიც 15 ქვეყნიდან 200-მდე კომპანიას უმასპინძლებს.
• უძრავი ქონების ასოციაციის ყოველწლიური ეროვნული დაჯილდოება 1 მაისს, აშშ-ს რეალტორთა ეროვნული ასოციაციის (NAR) პატრონაჟით გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ უძრავი ქონების დარგის ადგილობრივი და საერთაშორისო წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან როგორც კომპანიები, ისე კერძო პირები უძრავი ქონების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი სამი მთავარი ღონისძიების პარალელურად, არაერთი საინტერესო, თემატური ღონისძიება გაიმართება, მათ შორის პრეზენტაციები, სემინარები, საგანმანათლებლო მასტერკლასები და საინვესტიციო ტურები.
"საქართველოს ბანკი" ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სექტორების ხელშეწყობასა და განვითარებას განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სექტორს მშპ-ს 8.1% უკავია და სექტორის ბრუნვა 5.7 მლრდ ლარს შეადგენდა 2019 წლის 9 თვის მონაცემით.
ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპისთვის, ვინაიდან უკეთესი ინფრასტრუქტურა ქვეყნის ეკონომიკის პოტენციალის სრულად გამოყენებას უწყობს ხელს, მათ შორის ისეთ დარგებში როგორიცაა ტურიზმი, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, მრეწველობა, ვაჭრობა და სხვა.
მშენებლობის დარგი ასევე მნიშვნელოვანია სოციალური თვალსაზრისით, რადგან იგი ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია.
საქართველოს ბანკი მუდმივად მზად არის ხელი შეუწყოს საქართველოს მსოფლიო რუკაზე პოზიციონირებას, როგორც უძრავი ქონების და ტურიზმის, საერთაშორისო ლოკაციას. ამის დიდი პოტენციალი ნამდვილად აქვს ჩვენს ქვეყანას და მოხარული ვართ ვიყოთ ასეთი მასშტაბური საერთაშორისო დონის ღონისძიების პარტნიორები “, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ფაილოძემ.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















