სენატის საგარეო კომიტეტზე სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა და სენატორებმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს
საქართველო, თბილისი - 09:51 | 04.12.2019 ნანახია: 954
3 დეკემბერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა მოსმენა "რუსეთისადმი აშშ-ის პოლიტიკის მომავალი", რომელზეც სენატორების წინაშე წარსდგნენ პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, დევიდ ჰეილი და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, კრისტოფერ ფორდი.
მოსმენისას შესავალ სიტყვაში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დამგმობი განცხადება გააკეთა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯეიმს რიშმა.
"რა თქმა უნდა ჩვენ ყველამ ვიცით რუსეთის მიერ წლების განმავლობაში საქართველოსა და უკრაინაში შეჭრის თაობაზე, სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების მოწამვლის თაობაზე. რუსეთის ფედერაციის გამო დღეს მსოფლიო საშიში და ნაკლებად თავისუფალია", - აღნიშნა სენატორმა რიშმა.
საქართველოსადმი მხარდამჭერი სიტყვით წარსდგა ასევე სენატის საგარეო ურთიერთობთა კომიტეტის თანათავმჯდომარე, სენატორი ბობ მენენდესი.
"ჩვენ ძალიან მკაფიო უნდა ვიყოთ, რომ რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოში შეჭრის დღიდან მოყოლებული, კრემლის აგრესიული ქმედებების მრავალი მაგალითი, უბრალოდ დაუშვებელია და არ შეიძლება საერთაშორისო ურთიერთობების ნორმად იქცეს"
პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ჰეილის განმარტებით, "რუსეთი მის სამეზობლოში ცდილობს დომინირებას, რაც აისახა მის მიერ უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიაში".
მისი სიტყვებით, აშშ-მა მნიშვნელოვანი სახის ფინანსური ვალდებულება აიღო დაეხმაროს პარტნიორ ქვეყნებს - საქართველოსა და უკრაინას მდგრადობის გასაზრდელად.
"უკრაინის დახმარების მსგავსად, ჩვენ საქართველოსთვის საგარეო სამხედრო დახმარების ფარგლებში 2014 წლიდან მოყოლებული გამოვყავით 170 მილიონი დოლარი, მათ შორის 94 მილიონი აშშ დოლარი 2018-2019 ფისკალური წლისთვის, რათა რუსეთისგან მომდინარე აგრესიის დასაძლევად გავაუმჯობესოთ საქართველოს მდგრადობა, გავაძლიეროთ ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობები და მხარი დავუჭიროთ საქართველოს სამხედრო ტრანსფორმაციის ძალისხმევებსა და ნატო-სთან თავსებადობას".
საერთაშორისო უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ბ-ნმა ფორდმა ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიასა და ტერიტორიების მიტაცებას, რუსეთის მიერ დამასკოს "მკვლელი რეჟიმის" მხარდაჭერას, აშშ-ში ევროპასა და მსოფლიოს სხვა ადგილებში დემოკრატიული პროცესებისთვის რუსეთის ძირგამომთხრელ საქმიანობას.
"2014 წლიდან მოყოლებული, უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, აშშ-მა მკვეთრად გაზარდა რეგიონში უსაფრთხოების სფეროში დახმარება, რაც მიუთითებს ჩრდილოეთ ატლანტიკური ხელშეკრულების ფარგლებში არსებული კოლექტიური თავდაცვისადმი ჩვენს მტკიცე ვალდებულებასა და ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორებისადმი ჩვენს მხარდაჭერას, რათა წინ აღვუდგეთ რუსეთის აგრესიასა და გავლენას", - აღნიშნა ბ-ნმა ფორდმა.
საერთაშორისო უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ბ-ნმა ფორდმა ასევე ყურადღება გაამახვილა, "ღია ცის ხელშეკრულების" ძალაში შესვლის დღიდან, რუსეთის მიერ მის შეუსრულებლობაზე.
ამ მხრივ, მან გამოყო რუსეთის მიერ "ღია ცის ხელშეკრულების" დარღვევის ფაქტები, მათ შორის, რუსეთის მიერ ოკუპირებული, საქართველოს ტერიტორიების სიახლოვეს განხორციელებული "ღია ცის ხელშეკრულების" უხეში დარღვევის ფაქტები.
აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, სენატორმა, მიტ რომნიმ ხაზი გაუსვა რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, კერძოდ, რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინაში შეჭრას, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, განსაკუთრებით აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შემთხვევებს.
სენატორი კორი გარდნერის სიტყვებით, "რუსეთის ფედერაცია, ვლადიმირ პუტინის მმართველობით შეიჭრა მეზობლების - საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიაზე; მხარს უჭერს ასადის სისხლიან რეჟიმს; გვმტრობს ავღანეთში; ჩართულია დასავლეთის დემოკრატიების წინააღმდეგ აქტიურ საინფორმაციო ომში, მათ შორის 2016 წელს ჩაერია აშშ-ს არჩევნებში.
რუსეთი ასევე პასუხისმგებელია სხვა ქმედებებზეც, როგორიცაა 2014 წელს უკრაინის ტერიტორიაზე მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოგდებაში; 2018 წელს სალსბერიში [გაერთიანებული სამეფო] ქიმიური შეტევის განხორციელებაში; იგი [რუსეთი] ჩვენი აშკარა მოწინააღმდეგეა, რომელიც 2016 წელს ჩაერია აშშ-ის არჩევნებში. მას კვლავაც განზრახული აქვს იგივე გააკეთოს 2020 წელს [აშშ-ში] და ასევე ჩაერიოს მსოფლიოს სხვა დემოკრატიული ქვეყნების არჩევნებში.
მე მჯერა, რომ ვლადიმერ პუტინი ავაზაკია (thug) და რუსეთის ფედერაცია სირიის, ჩრდილოეთ კორეის, ირანისა და სუდანის მსგავსად უნდა ვცნოთ ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ".
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
- ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტერ მადიარი შეხვედრის ფორმატზე შეთანხმდნენ
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















