შთამბეჭდავი ფოტოები G7-ის სამიტიდან
საქართველო, თბილისი - 17:00 | 26.08.2019 ნანახია: 1483
საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში 24-26 აგვისტოს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერების სამიტი მიმდინარეობს.საკურორტო ქალაქი ბიარიცი საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით, ატლანტის ოკეანის სანაპირტოზე მდებარეობს. სამიტის მთავარი თემებია ირანში არსებული სიტუაცია, ჰონკონგის პროტესტები, სირიის კონფლიქტი, ასევე ინდოეთსა და პაკისტანს შორის ქაშმირის გამო არსებული დაძაბულობა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს ესალმება.

სამიტის პირველ დღეს G7-ის ქვეყნების ლიდერები განიხლავდნენ ირანის ბირთვულ პროგრამას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თეირანს არ უნდა მიეცეს უფლება ფლობდეს ბირთვულ იარაღს და და შეჯერდნენ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების იდეაზე. ამავე დღეს საუბარი იყო დიდ რვიანში რუსეთის დაბრუნების შესაძლებლობაზეც.

G7-ს ქვეყნების ლიდერებმა, მათმა ცოლებმა და სამიტის სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს ტრადიციულ ერთობლივ ფოტოსესიაში. ფოტოგრაფებმა აღბეჭდეს მომენტები, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლე ბრიჯიტ მაკრონი კოცნის ამერიკელ სტუმარს, დონალდ ტრამპის მეუღლე მელანია კი კანადის პრემიერ-მინისტრთან ჯასტინ ტრიუდოსთან კოცნის დროს დააფიქისრეს.

ფოტოგრაფების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ასევე კანადის პრემიერ-მინისტრის გარეგნობამ. ტრიუდოს მკაცრი სტილის კოსტიუმი და ფეხსაცმელი შეხამებულია მხიარულ წინდებთან, რაც უკვე მის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი პირველად იმყოფება G7-ის სამიტზე, სადაც მოლაპარაკებების ერთ-ერთი ძირითადი თემა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხია. ჯონსონი მანამდე არაერთხელ აცხადებდა, რომ ბრიტანეთი ყველა შემთხვევაში დატოვებს ევროკავშირს ბრიუსელთან შეთანხმებულ ვადებში - 31 ოქტომბერს.

საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლემ ბრიჯიტ მაკრონმა G7-ის ქვყნების ლიდერების ცოლები ფრანგულ სოფელ ესპელეტში მიიღო.

სოფლის შემოგარენში დიდი ხანია მოყავთ წითელი წიწაკა, რომელიც ბასკური სამზარეულოს მთავარი ინგრედიენტია.

მოლაპარაკებების დროს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა Brexit-ის შემდეგ ორი ქვეყნის ურთიერთობის საკითხი განიხილეს.

ორგანიზაცია Oxfam-ის აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს და სამიტის დღის წერიგში ამაზონის ტყის ხანძრების პრობლემის შეტანა მოითხოვეს.

ფრანგმა მხატვარმა სემ დუგადოსმა სამიტის ლიდერებს მოუწოდა არ დაივიწყონ გენდერული თანასწორობის საკითხი და ქვიშაზე მათი პორტრეტები გამოსახა.

პოლიტიკა
- ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა - მიხეილ ყაველაშვილი
- ქვეყნის შიგნით სიმართლეს ძალადობით უპირისპირდებიან, ქვეყნის გარეთ სამარცხვინო „ტანტრუმებით“ - ანა ბუჩუკური „ქართულ ოცნებაზე“
- საქართველოს დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
- ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გააუქმოს ფუნდამენტური თავისუფლებების შემზღუდავი კანონმდებლობა
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტერ მადიარი შეხვედრის ფორმატზე შეთანხმდნენ
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















