რუსმა ოკუპანტებმა სოფელ არცევთან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 12:34 | 18.08.2019
ნანახია: 1096

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებული სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, სოფელ დიდი მეჯვრისხევის მკვიდრი დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, დღეს დაკვებული პირიც ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

საქართველოს მოქალაქეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. სუს-ის ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე