არ ვიყავით მზად იმისთვის, რაც მოხდა, ძალიან დაძაბულები ვიყავით - სააკაშვილი აგვისტოს ომზე
საქართველო, თბილისი - 16:18 | 08.08.2019 ნანახია: 1106
არ ვიყავით მზად, ჩვენი შიში ქრონიკული გახდა, არ ვიყავით მზად იმისთვის, რაც მოხდა, ძალიან დაძაბულები ვიყავით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისთვის (IWPR) მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
სააკაშვილმა გააკრიტიკა ტალიავინის დასკვნა და წინააღმდეგობრივი უწოდა დასკვნის იმ ნაწილს, სადაც წერია, რომ რუსი ჯარისკაცები უკვე კონფლიქტის ზონაში იმყოფებოდნენ, თუმცა კონფლიქტი საქართველომ დაიწყო.
„ჩვენ რომ არაფერი მოგვემოქმედებინა, ისინი შესაძლოა, იქვე დარჩენილიყვნენ, თუმცა ეს ნებისმიერ შემთხვევაში დაგვაზიანებდა, რადგან სრულმასშტაბიანი შეჭრა იყო. ჩვენთვის ეს ცუდი სცენარი იყო. ჩვენ დავუშვით სხვა შეცდომებიც. არ ვიყავით მზად – ჩვენი შიში ქრონიკული გახდა, არ ვიყავით იმისთვის მზად, რაც მოხდა. ძალიან დაძაბულები ვიყავით. გაზაფხულზეც ძალიან ახლოს ვიყავით ომთან, მაგრამ იყო ბევრი მედიაცია. 7 აგვისტოს ღამით ჩინეთში მივდიოდი და აეროპორტიდან ორჯერ დავბრუნდი. ოლიმპიადაზე ვაპირებდით წასვლას. დაძაბულობა ქრონიკული გახდა. იყო მასობრივი სროლები და ამიტომ დავრჩი. მერჩივნა, პეკინში წავსულიყავი“, – აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.
ცხინვალის დაბომბვასთან დაკავშირებით მის მიმართ არსებულ კრიტიკაზე, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სამხედრო ოპერაციის დაწყების დროს, ჯარისკაცებმა ნორმები უნდა დაიცვან, თუმცა მათი გადასაწყვეტია, რა სახის საცეცხლე ძალას გამოიყენებენ და ამის პოლიტიკურად გაკონტროლება შეუძლებელია. ამასთან, მისი თქმით, გზები იყო ბლოკირებული, რაც უნდა გახსნილიყო, რუსეთის არმია კი ქართულ ჯარს რამდენიმე წერტილიდან უტევდა სხვადასხვა საცეცხლე საშუალებით.
„მოსალოდნელი შედეგი იყო ცხინვალის და ველის სწრაფად გავლა, გზების ბლოკირება, რის შემდეგ მათ შემდგომ წინსვლას დავბლოკავდით. როკის გვირაბი უკვე ივსებოდა რუსეთის ტანკებით. ჩვენ უნდა გაგვევლო ცხინვალი, მაგრამ დავაგვიანეთ. რუსები უკვე ჯავაში იყვნენ და ელოდებოდნენ. ჩვენი შეცდომა ნელა მოქმედება იყო“ – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.
პოლიტიკა
- ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა - მიხეილ ყაველაშვილი
- ქვეყნის შიგნით სიმართლეს ძალადობით უპირისპირდებიან, ქვეყნის გარეთ სამარცხვინო „ტანტრუმებით“ - ანა ბუჩუკური „ქართულ ოცნებაზე“
- საქართველოს დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
- ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გააუქმოს ფუნდამენტური თავისუფლებების შემზღუდავი კანონმდებლობა
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტერ მადიარი შეხვედრის ფორმატზე შეთანხმდნენ
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















