საქართველომ 7 აგვისტოს სამხედრო ოპერაცია დაიწყო იმიტომ, რომ დაეცვა თავისი მოქალაქეები - გრიგოლ ვაშაძე
საქართველო, თბილისი - 13:52 | 08.08.2019 ნანახია: 1231
საქართველომ 7 აგვისტოს სამხედრო ოპერაცია დაიწყო ზუსტად იმიტომ, რომ დაეცვა თავისი მოქალაქეები და ამ დაწყებულმა ოპერაციამ მისცა საშუალება საქართველოს მოქალაქეებს, ომის ზონა დაეტოვებინათ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 7 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი იყო.
„გუშინ საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი იყო. 7 აგვისტო, როდესაც დაიწყო რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი სამხედრო ტერორისტული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. ყველა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი, ამ თარიღს იმისთვის გამოიყენებდა, რომ მადლობა ეთქვა ჩვენი გმირი სამხედროებისთვის, ელაპარაკა ოკუპანტ სახელმწიფოსადმი პრინციპულ მიდგომებზე და ეზრუნა, რომ ერი და საზოგადოება გაეერთიანებინა. ამის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ „თვალსაჩინო“ პირებმა ეს თარიღი გამოიყენეს, რომ საარჩევნო კამპანია დაეწყოთ, დასხმოდნენ თავს ოპოზიციას და 2008 წლის აგვისტოს ომის პასუხისმგებლობა საკუთარი სახელმწიფოსთვის დაეკისრებინათ“, – განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, ამგვარ მიდგომას შესაძლოა, საქართველოსთვის სრულიად გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს.
„ეს არ არის იზოლირებული შემთხვევა და არც იმპროვიზაციაა. ეს არის „ქართული ოცნების“ კარგად მოფიქრებული პოლიტიკა, რომელიც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკასთან არის სრულ თანხვედრაში. რიტორიკა, რომლითაც გუშინ „ქართული ოცნება“ ჩვენ წინაშე წარდგა, 100 პროცენტით ემთხვევა რუსული დიპლომატიის განცხადებებს და მთელი პასუხისმგებლობა დააკისრეს საქართველოს ხელისუფლებასა და სახელმწიფოს, გაკვრით არის ნახსენები რუსეთი და ერთხელ არ გახსენებიათ ვლადიმერ პუტინი“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
„სრული თანხვედრაა „ქართული ოცნებისა“ და რუსული დიპლომატიის ნარატივში. გავიხსენოთ თუნდაც ის, რომ ადამიანი, ვინც გაყალბებული არჩევნებით პრეზიდენტის კაბინეტში შეიტანა „ქართულმა ოცნებამ“, თავის წიგნში საუბრობს იმაზე, როგორ დაბომბა საქართველოს ხელისუფლებამ მძინარე ცხინვალი. „ქართული ოცნების“ რამდენიმე ლიდერი იმაზეც საუბრობს, თითქოს, ქართულმა სახელმწიფომ და საქართველოს ხელისუფლებამ სამშვიდობო ინიციატივები არ გაიზიარა და მოლაპარაკებები ჩაშალა. დროის სიმცირის გამო, ვერ ვილაპარაკებთ საქართველოს სამშვიდობო ინიციატივებზე, რომელიც სწორედ რუსეთის ფედერაციამ ჩაშალა. ჩვენ მივმართეთ ყველა დიპლომატიურ და პოლიტიკურ ზომას, რათა არ მომხდარიყო ვითარების ესკალაცია და არ დაწყებულიყო ტრაგედია, რომელმაც საქართველოში შეიწირა ასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე, მძიმედ დაშავდა 1700-ზე მეტი მოქალაქე, გაანადგურა ინფრასტრუქტურა, მოსპო საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ურთიერთობების გაუმჯობესების თითქმის ყველა პერსპექტივა და ჩიხში შეიყვანა ეს ურთიერთობები“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ვაშაძის თქმით, საქართველომ 7 აგვისტოს სამხედრო ოპერაცია დაიწყო, ზუსტად იმიტომ, რომ დაეცვა თავისი მოქალაქეები.
„საქართველომ 7 აგვისტოს სამხედრო ოპერაცია დაიწყო ზუსტად იმიტომ, რომ დაეცვა თავისი მოქალაქეები და ამ დაწყებულმა ოპერაციამ მისცა საშუალება საქართველოს მოქალაქეებს, ომის ზონა დაეტოვებინათ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
პოლიტიკა
- ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა - მიხეილ ყაველაშვილი
- ქვეყნის შიგნით სიმართლეს ძალადობით უპირისპირდებიან, ქვეყნის გარეთ სამარცხვინო „ტანტრუმებით“ - ანა ბუჩუკური „ქართულ ოცნებაზე“
- საქართველოს დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
- ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გააუქმოს ფუნდამენტური თავისუფლებების შემზღუდავი კანონმდებლობა
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტერ მადიარი შეხვედრის ფორმატზე შეთანხმდნენ
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















