2008 წელს, პუტინის რუსეთმა ვერ გადაწყვიტა მისი ვერც ერთი სტრატეგიული ამოცანა - სააკაშვილი
საქართველო, თბილისი - 14:56 | 07.08.2019 ნანახია: 1119
2008 წელს, ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, პუტინის რუსეთმა ვერ გადაწყვიტა მისი ვერც ერთი სტრატეგიული ამოცანა - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქლაივში.
მისი თქმით, დღეს 11 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც მრავალი პროვოკაციის, შეიარაღებული შეტაკების, დიდი საერთაშორისო პროპაგანდის, კიბერშეტებევისა და ეკონომიკური ემბარგოს შემდეგ პუტინი საქართველოს სრულმასშტაბიანად თავს დაესხა მთელი თავისი შეიარაღებული ძალებით.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მისთვის 2008 წლის აგვისტოს ომი არის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი ისტორია მთელი საქართველოს არსებობის მანძილზე.
„ეს იყო ნამდვილი გმირობის ძალიან კარგი მაგალითი. გიორგი ანწუხელიძე, შინდისის გმირები, ჩვეულებრივი სამოქალაქო ადამიანები, რომლებიც წარმოუდგენელ გამბედაობას იჩენდნენ და მთლიანად ქართული საზოგადოება ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, ერთ მუშტად შეიკრა. ყველა ერთად რუსთაველზე დადგა. საქართველოს მასშტაბით ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა. არ შედრკა, უკან არ დაიხია, არ შეშინდა და თავის ქვეყანა დაიცვა. ეს ნამდვილი გმირობაა, რადგან 2008 წელს, ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, პუტინის რუსეთმა ვერ გადაწყვიტა მისი ვერც ერთი სტრატეგიული ამოცანა. მათ ვერ შეძლეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა. მათ ვერ შეძლეს საქართველოს მთავრობის დამხობა და ვერ შეძლეს ქართველი ერის წელში გატეხვა. ამგვარად, საქართველო მაშინ გადარჩა ჩვენი გმირების წარმოუდგენელი ძალისხმევითა და ჩვენი ხალხის ერთიანობით, განსაკუთრებული გამბედაობით. ის, რაც ჩვენ 2008 წელს მოვახერხეთ, რომ საქართველო გადავარჩინეთ, პოლიტიკოსებმა 2012 წელს ვეღარ მოვახერხეთ. 2012 წელს პუტინმა მოიყვანა და მისი მხარდაჭერით ივანიშვილი მოვიდა. საქართველოში ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნა, ეს არის პუტინის ომის გაგრძელება ქართველი ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პოლიტიკა
- ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა - მიხეილ ყაველაშვილი
- ქვეყნის შიგნით სიმართლეს ძალადობით უპირისპირდებიან, ქვეყნის გარეთ სამარცხვინო „ტანტრუმებით“ - ანა ბუჩუკური „ქართულ ოცნებაზე“
- საქართველოს დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
- ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გააუქმოს ფუნდამენტური თავისუფლებების შემზღუდავი კანონმდებლობა
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტერ მადიარი შეხვედრის ფორმატზე შეთანხმდნენ
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















