ჩვენი საზოგადოება უნდა დავიცვათ შავი ჭირისგან, ამ პოლიტიკური ჭირისგან - ირაკლი სესიაშვილი
საქართველო, თბილისი - 13:48 | 25.06.2019 ნანახია: 939
ჩვენი საზოგადოება უნდა დავიცვათ შავი ჭირისგან, ამ პოლიტიკური ჭირისგან - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტში გააკეთა.
"მინდა, პოლიციის მოქმედება შევაფასო. ძალიან ბევრია საუბარი, როგორ მოქმედებდა პოლიცია. ჩვენ ვიღებთ იმაზე პასუხისმგებლობაზე, რაც მოხდა, მაგრამ ობიექტურად უნდა შევაფასოთ, როგორ განვითარდა მოვლენები, პოლიცია ორი საათის განმავლობაში სრული მოთმინებით ძალადობრივი რეაქციის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის ლეგიტიმური და კანონიერი უფლება ჰქონდათ, შეიძლება ვალდებულებაც, იცავდნენ ჩვენს მოქალაქეებს. ორი საათის განმავლობაში ასამდე პოლიციელი დაშავდა და სულ რაღაც 14 სამოქალაქო პირი, ისიც ჭყლეტაში, ის, რაც შემდგომ დამატებითი ძალის აუცილებლობა დადგა, იყო იძულებითი აუცილებლობა, როდესაც ჩვენი პოლიციელები ორი საათის განმავლობაში მოთმინებით იდგნენ, - განაცხადა სესიაშვილმა.
სესიაშვილის თქმით, სამარცხვინოა, როდესაც ერთი ძალადობისკენ მოუწოდებს, მეორე კი ხედავს მაღალ რიკს ჯანმრთელობის დაზიანების, მაგრამ არცერთ მოწოდებას არ აკეთებს.
"ეს იყო ჩვენი პოლიტიკური პოზიცია, რომ ამ ქვეყანაში ძალადობა არ შეიძლება, მაგრამ სირცხვილი იმათ, ვინც ერთი რომ ძალადობისკენ მოუწოდებდა მეორე, - სირცხვილი მათ, რომ დაინახეს, რომ ასეთი მაღალი რისკი იყო ჯანმრთელობის დაზიანების, ერთი მოწოდება არ გააკეთეს, სირცხვილი, მათ ვინც მიატოვეს ის ადამიანები, გაიქცნენ, დაიმალნენ, სირცხვილი მათ, ვისაც არ ეყოთ გამბედაობა და ვერ გაემჯინენ, იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური მადა ეშმაკზე ჩამოკიდებულია. დიახ, სამწუხაროდ, იყო შემთხვევები, სადაც პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას, ამაზე დადგება პასუხისმგებლობა, ვთქვით, 10 პოლიციელს აქვს უფლებამოსილება შეჩერებული, 2 პოლიციელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული. მთავარია, რომ ჩვენს საზოგადოებას ადეკვატური პასუხი უნდა გავცეთ. ჩვენი საზოგადოება უნდა დავიცვათ შავი ჭირისგან, ამ პოლიტიკური ჭირისგან და ადეკვატურები უნდა ვიყოთ, საზოგადოების მოთხოვნებზე,“ - განაცხადა სესიაშვილმა.
პოლიტიკა
- ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა - მიხეილ ყაველაშვილი
- ქვეყნის შიგნით სიმართლეს ძალადობით უპირისპირდებიან, ქვეყნის გარეთ სამარცხვინო „ტანტრუმებით“ - ანა ბუჩუკური „ქართულ ოცნებაზე“
- საქართველოს დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
- ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გააუქმოს ფუნდამენტური თავისუფლებების შემზღუდავი კანონმდებლობა
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტერ მადიარი შეხვედრის ფორმატზე შეთანხმდნენ
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















