ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, ანტირუსული ისტერიაა - ნინო ბურჯანაძე
საქართველო, თბილისი - 12:51 | 25.06.2019 ნანახია: 998
საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილს ეჯიბრება, ვინ უფრო მეტად პროდასავლურია, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების არაშორსმჭვრეტელობის გამო სწრაფად დაბრუნდეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა არა დამაკმაყოფილებელ, არამედ იმ დონეზე მაინც, რომელიც ერთი კვირის წინ იყო, ძალიან რთული იქნება,“- აღნიშნა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენებში რუსეთი და სერგეი გავრილოვი არაფერ შუაშია და დემონსტრანტების გულწრფელი პროტესტი აქტიურად გამოიყენეს პროდასავლურმა პოლიტიკურმა ძალებმა და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს პროტესტი ანტირუსულ ისტერიაში გადაზრდილიყო.
„განსკუთრებით შეეცადნენ სააკაშვილის მხარდამჭერი პარტიები. ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი, რათა პროტესტი ანტირუსულ ისტერიაში გადაზრდილიყო. სამწუხაროდ, ის, რაც დღეს საქართველოში ხდება - ეს ანტირუსული ისტერიაა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ გარეთ არა 2019, არამედ 2008 წელია და თითქოს ხალხმა ახლა გაიგო, რაც მოხდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ეს რა თქმა უნდა, უფრო მწვავდება ამერიკული სპეცსამსახურების მიერ“,- აცხადებს ბურჯანაძე და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს სხვა არჩევანი არ აქვს გარდა იმისა, რომ დათანხმდეს ოპოზიციის მოთხოვნებს პროპორციული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.
ბურჯანაძის განცხადებით, ივანიშვილს შველის ის, რომ მოსახლეობის უმეტესობას სააკაშვილის დაბრუნება არ სურს, თუმცა შექმნილია სიტუაცია, რომ არც ივანიშვილი არ უნდათ.
„ივანიშვილს შველის ის, რომ საქართველოში ბევრს სააკაშვილის დაბრუნება არ სურს. შეიქმნა ისეთი სიტუაცია, რომ ადამიანებს არც ივანიშვილი და არც სააკაშვილი სურთ. თუმცა პრობელმა ის არის, რომ სააკაშვილი თამაშობს არამხოლოდ თავის თამაშს, არამედ მოქმედებს ამერიკული სპეცსამსახურების ინტერესებშიც,“- აღნიშნა ბურჯანაძემ.
ბურჯანაძე ამბობს, რომ არ შეუძლია იმის თქმა, შეძლებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას, რადგან პროდასავლურობაში სააკაშვილს ეჯიბრება.
„ხელისუფლება სააკაშვილს ეჯიბრება, ვინ უფრო მეტად პროდასავლურია. გადახედეთ საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერისა და „ქართული ოცნების“ პირველი პირების განცხადებებს. ბუნებრივია, მათ ეშინიათ თავიანთი ამერიკელი პატრონების განაწყენების. უფრო მეტიც, ივანიშვილს სიკვდილამდე ეშინია, რომ მისი მილიარდები გაიყინება“, - აცხადებს ბურჯანაძე.
რუსეთის მიერ საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეჩერების შესახებ დასმულ შეკითხვაზე ბურჯანაძემ უპასუხა, რომ ეს საქართველოსთვის ყველა მიმართულებით მძიმე იქნება. „რა თქმა უნდა, საქართველო ბევრს დაკარგავს. არა მხოლოდ ემოციური და ადამიანური თვალსაზრისით, არამედ ეკონომიკური კუთხითაც. მესმის, რუსეთის ხელისუფლების რეაქცია იმაზე, რაც აქ ხდება, იმ ისტერიაზე, რომელსაც სამწუხაროდ ვხედავთ, მაგრამ მინდა იმედი მქონდეს, რომ რუსეთის ხელისუფლება ამ ზომებზე შეჩერდება და მეტ შეზღუდვებს არ დააწესებს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
პოლიტიკა
- ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა - მიხეილ ყაველაშვილი
- ქვეყნის შიგნით სიმართლეს ძალადობით უპირისპირდებიან, ქვეყნის გარეთ სამარცხვინო „ტანტრუმებით“ - ანა ბუჩუკური „ქართულ ოცნებაზე“
- საქართველოს დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
- ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გააუქმოს ფუნდამენტური თავისუფლებების შემზღუდავი კანონმდებლობა
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტერ მადიარი შეხვედრის ფორმატზე შეთანხმდნენ
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















