ვბრუნდები თბილისში, სადაც გავეცნობი ადგილზე სიტუაციას და დაზარალებული ადამიანების მდგომარეობას - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 13:22 | 21.06.2019
ნანახია: 906

საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში ბრუნდება. "ახლა ვბრუნდები თბილისში, სადაც გავეცნობი ადგილზე სიტუაციას და დაზარალებული ადამიანების მდგომარეობას, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მინსკიდან თბილისის მიმართულებით გამოფრენამდე. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა "ამ დილით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეწყვეტილი ყოფილიყო ეს ვიზიტი ბელარუსში და ევროპულ თამაშებზე დასწრება".

"თუმცა, ამ დილითვე პრეზიდენტ ლუკაშენკომ თავად გადაწყვიტა, რომ მაინც შემხვედროდა და მოკლე საუბარი გვქონდა დილით, წამოსვლის წინ.

ახლა ვბრუნდები თბილისში, სადაც გავეცნობი ადგილზე სიტუაციას და ასევე, იმ დაზარალებული ადამიანების მდგომარეობას და ეს არის პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე