სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხი პუტინის დღის წესრიგში პირველ ადგილს არ იკავებს - დიმიტრი პესკოვი

საქართველო, თბილისი - 14:19 | 07.06.2019
ნანახია: 880

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დიდიტრი პესკოვმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნების შესახებ კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, პუტინი პირველი იყო, რომელმაც უკარინის ხელისუფლებას ამის გაკეთება შესთავაზა.

 „პუტინი პირველი იყო, რომელმაც ეს შესთავაზა. სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხები პუტინის დღის წესრიგში პირველ ადგილს არ იკავბე და ვერც დაიკავებს“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეობა 28 მაისს დაუბრუნა, 29 მაისს კი სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე