დავნიშნე დიახ, არა შენს ცოლისძმას ხომ არ დავნიშნავდი - ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურის დირექტორმა სამსახურში ძმა და ცოლისძმა დაასაქმა | ვიდეო

საქართველო, თბილისი - 13:33 | 05.06.2019
ნანახია: 1071

ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურის დირექტორმა სულიკო ბლადაძემ სამსახურში ძმა და ცოლისძმა დაასაქმა. აღნიშნულთან დაკავშირებით მასალა TV25-მა მოამზადა.


"რას ხედავ ნეპოტიზმში, ვინმეს ხარჯზე დავასაქმე? დავნიშნე დიახ, არა შენს ცოლისძმას ხომ არ დავნიშნავდი, მოვედი აქა, შევხედე ადგილები ცარიელია და მოვიყვანე ცოლისძმა და დავნიშნე, რა არის ამაში ცუდი?", - უთხრა ბლადაძემ ჟურნალისტს.

TV25-ის ინფორმაციით, სულიკო ბლადაძის ძმა, ნუგზარ ბლადაძე საერთოდ არ დადის სამსახურში, რის საპირიპიროსაც ამტკიცებს სამსახურის დირექტორი.

"არავის ხარჯზე არ დამისაქმებია ჩემი ძმა, ვინმე არ გამიშვია და არ მომიყვანია ჩემი ძმა. ვერავინ მაგას ვერ იტყვის. ჩემი ძმა დადის სამსახურში ყოველთვის. აგერ შვებულებას მთხოვს და ვერ ვუშვებ, ზაფხულის სეზონი მეწყობა. ჩემი ძმა მუშაობს მძღოლად", - განაცხადა ბლადაძემ.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე