ვოლოდიმირ ზელენსკი სააკაშვილისთვის თანამდებობის მინიჭების საკითხს ამ ეტაპზე არ განიხილავს

საქართველო, თბილისი - 11:02 | 05.06.2019
ნანახია: 857

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამ მომენტისთვის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხს არ განიხილავს.

 „სააკაშვილი კიევშია და მას უკრაინის პასპორტი აქვს. ამ ეტაპზე არ გავნიხილავთ მისთვის რაიმე სახელმწიფო თანამდებობის მინიჭების შესაძლებლობას“, - განუცხადა ზელენსკიმ ქართველ ჟურნალისტებს ბრიუსელში.

ამ საკითხზე კომენტერი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა იულია მენდელმაც.

 „ამ ეტაპზე ოფიციალურ დონეზე არ განიხილება სააკაშვილისთვის რომელიმე თანამდებობის მინიჭების საკითხი. მთელი მსოფლიო ყურადღებით აკვირდებოდა ცვლილებებს, რომელიც სააკაშვილის მმართველობის დროს საქართველოში მიმდინარეობდა. უკრაინისთვის საქართველოს გამოცდილება საინტერესო იქნება. საუბარია, არამხოლოდ სააკაშვილზე“, - განაცხადა მენდელმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე