საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

საქართველო, თბილისი - 14:57 | 30.05.2019
ნანახია: 866

საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი შელაპარაკება დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილსა და უმრავლესობის დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილს შორის მოხდა.

დეპუტატები მანდატურებმა დეპუტატის ოთახში გაიყვანეს. დაპირისპირება ოთახშიც გაგრძელდა, თუმცა იქ შესვლის საშუალება ჟურნალისტებს არ მიეცათ.

დაპირისპირების მიზეზი უცნობია, რადგან სხდომათა დარბაზში, სადაც დაპირისპირება მიმდინარეობდა, მიკროფონები გამორთული იყო.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე