მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში დასაბრუნებლად პირადობის მოწმობა გადასცეს

საქართველო, თბილისი - 14:39 | 29.05.2019
ნანახია: 1157

საქართველო ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში დასაბრუნებლად ვარშავაში უკრაინის კონსულმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა გადასცა. ამ მომენტისთვის ის აეროპორტისკენ მიემართება. კიევში სააკაშვილს ადგილობრივი დროით 17:30 საათისთვის ელოდებიან.

„უკრაინის მშვენიერმა კონსულმა ვარშავის საელჩოში უკრაინაში დასაბრუნებლად პირადობის დამადასტურებელი მოწმობა გადმომცა. ახლა კი აეროპორტში ვარ, კიევისკენ!“, - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ის გვერდზე.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა 28 მაისს დაუბრუნა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე