საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით, განმეორებით უნდა მიმართოს უკრაინას - აკაკი ზოიძე

საქართველო, თბილისი - 14:00 | 29.05.2019
ნანახია: 1092

დეპუტატ აკაკი ზოიძის თქმით, საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით განმეორებით უნდა მიმართოს უკრაინას. მისი თქმით, მას არ გაკვირვებია ვლადიმერ ზელენსკის გადაწყვეტილება, რომლითაც მან საქართველოს ექს-პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მოქალაქეობა აღუდგინა.

„მე პირადად არ გამკვირვებია და არ მგონია, რომ ვინმეს უნდა გაკვირვებოდა იმიტომ, რომ ამბობდა ბატონი ზელენსკი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, რომ ამას აპირებდა. შესაბამისად, ეს მისი გადაწყვეტილებაა. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან კეთილ ურთიერთობებზე. თვითონ მასაც შეიძლება წინამორბედის გაკვეთილი შეიძლება მაინც უნდა გაეთვალისწინებინა. ჩვენი პროკურატურა, ალბათ, კიდევ ერთხელ მიმართავს უკრაინას. წესით, უნდა მიმართოს. ძებნა რატომ, თუ არის ექსტრადიციაზე მოთხოვნა, მე მგონი ჯერ კიდევ ძალაშია,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე