ვინც ერთ რანგში მოიხსენიებს რუსულ ოკუპაციას და ამავე დროს აზერბაიჯანს აგრესორს უწოდებს, პირდაპირ მტრობს ჩვენს ქვეყანას - გიგა ბოკერია
საქართველო, თბილისი - 13:42 | 28.05.2019 ნანახია: 1041
ყველა, ვინც ერთ რანგში მოიხსენიებს რუსულ ოკუპაციას, რუსულ აგრესიას და ამავე დროს აზერბაიჯანს და მას აგრესორს უწოდებს, პირდაპირ მტრობს ჩვენს ქვეყანას. ყველა, ვინც ხელს უწყობს აზრბაიჯანის შიგნით, იმ ძალებს, ანუ ისევ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, რომ გააღვივოს ანტიქართული განწყობები, პირდაპირ ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას, - მის შესახებ ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ დავით გარეჯთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის მიმრთ საფუძვლიანი უნდობლობის გამო არ უნდა გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც ქვეყანას დააზიანებს.
„ყველასთვის ცნობილია ჩემი და „ევროპული საქართველოს“, ჩვენი მოკავშირეების ძალიან კრიტიკული, რბილად რომ ვთქვათ, პოზიცია „ქართული ოცნების“, ივანიშვილის გუნდის, თქვენ მიერ შერჩეული პრეზიდენტის. თქვენი უნარია, რომ დიპლომატიური მოლაპარაკებები აწარმოოთ ან უმაღლეს დონეზე მეგობარ ქვეყნებთან გქონდეთ საქმიანი ურთიერთობა, უფრო სწორედ უუნარობის. ძალიან კრიტიკული ვარ, მაგრამ ეს ვერ შეგვიშლის ხელს, როგორც პასუხისმგებლობის მქონე დემოკრატიულ ოპოზიციას, ძალიან მკაფიო პოზიცია გვქონდეს იმათთან დაკავშირებით, ვინც დღეს ცდილობს, გაამწვავოს ვითარება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, იმათ მიმართ, ვინც დღეს ცდილობს, შუღლი დათესოს ჩვენი ქვეყნის შიგნით, ვინც პატრიოტიზმის საფარქვეშ რეალურად ქვეყანას მტრობს. აქ არის ხალხი, ვინც ამას აკეთებს გამიზნულად, აქ არიან გულწრფელი ადამიანები, რომლებიც ცდებიან და მე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო მათ – მთავრობის მიმართ საფუძვლიანმა უნდობლობამ არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში და არ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რომელიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას. მთავრობისთვის ზიანის მიყენება და ქვეყნისთვის ზიანის მიყენება ორი სხვადასხვა რამაა, მხოლოდ იმიტომ, რომ ივანიშვილის გუნდს ზიანი მიაყენო, ქვეყანას არ შეიძლება, ზიანი მიაყენო. ყველა, ვინც ერთ რანგში მოიხსენიებს რუსულ ოკუპაციას, რუსულ აგრესიას და ამავე დროს აზერბაიჯანს და მას აგრესორს უწოდებს, პირდაპირ მტრობს ჩვენს ქვეყანას. ყველა, ვინც ხელს უწყობს აზრბაიჯანის შიგნით, იმ ძალებს, ანუ ისევ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, რომ გააღვივოს ანტიქართული განწყობები, პირდაპირ ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას. ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ვერ დაინახო. ეს არის ჩვენი, ჩემი და „ევროპული საქართველოს“ მკაფიო პოზიცია“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
პოლიტიკა
- ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა - მიხეილ ყაველაშვილი
- ქვეყნის შიგნით სიმართლეს ძალადობით უპირისპირდებიან, ქვეყნის გარეთ სამარცხვინო „ტანტრუმებით“ - ანა ბუჩუკური „ქართულ ოცნებაზე“
- საქართველოს დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
- ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გააუქმოს ფუნდამენტური თავისუფლებების შემზღუდავი კანონმდებლობა
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტერ მადიარი შეხვედრის ფორმატზე შეთანხმდნენ
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















