საფრანგეთი იქნება პირველი ქვეყანა, სადაც ოფიციალურად გვეყოლება ჩვენი საიმიგრაციო სამსახურების წარმომადგენლები - გახარია
საქართველო, თბილისი - 13:06 | 10.05.2019 ნანახია: 1084
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ კრისტოფ კასტანერს, ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მასპინძლობს. მინისტრებმა ქართული და უცხოური მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს. გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, მათ შორის ფრანს 24-ის ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც საქართველოდან თავშესაფრის მომთხოვნათა ზრდას ეხებოდა.
„რა თქმა უნდა, მეც ვადასტურებ, რომ ზრდა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობაში საფრანგეთთან მიმართებით გვაქვს და ეს ფაქტია, ეს არის ჩვეულებრივი სტატისტიკა. ამის ახსნა შეიძლება ბევრი სხვადასხვა მიზეზით, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი აქ გახლავთ ის, რომ ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ და გვაქვს კონკრეტული გეგმა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ეს გეგმა იქნება შედეგიანი, ისევე როგორც მსგავსი გეგმები ჩვენ განვახორციელეთ ევროპის სხვა ქვეყნებთანაც და იქ პოზიტიური შედეგი უკვე გვაქვს. რა თქმა უნდა, საფრანგეთთან მიმართებაში, ეს ისტორიული სიახლოვე საქართველო-საფრანგეთს შორის, თუნდაც კულტურულ დონეზე, არის დამატებითი მოტივი იმისთვის, რომ საფრანგეთის მიმართულებით ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით ნაკადი ცოტა უფრო მაღალია და ამას ჩვენი მხრიდანაც სჭირდება შესაბამისი პასუხი, როგორც უფრო მეტი ორგანიზებულობა, მეტი კონცენტრაცია, რაც ჩვენ დღეს დავგეგმეთ. საფრანგეთი იქნება პირველი ქვეყანა, სადაც ჩვენ ოფიციალურად გვეყოლება ჩვენი საიმიგრაციო სამსახურების წარმომადგენლები.
ამას ვაკეთებთ სწორედ იმიტომ, რომ ვხედავთ, საფრანგეთთან მიმართებაში ჩვენ გვჭირდება განსაკუთრებული ნაბიჯების გადადგმა, რასაც დღეის მდგომარეობით უკვე ვაკეთებთ. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდა, მას შემდეგ რაც საქართველომ აბსოლუტურად დამსახურებულად მიიღო თავისუფალი უვიზო მიმოსვლა, იყო ბუნებრივი და მოსალოდნელი პროცესი.
ჩვენ სრული პასუხისმგებლობით აღვიქვამთ ჩვენი ევროპელი კოლეგების კითხვებს ამ მიმართებაში. ერთობლივად ვმუშაობთ და დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი მუშაობით ამ ციფრებს შევამცირებთ. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 2 წელია, საქართველოს აქვს უვიზო მიმოსვლა. 400 ათასზე მეტმა ქართველმა იმოგზაურა ევროპაში, მათმა უდიდესმა უმრავლესობამ ყველანაირი კანონის სრული შესაბამისობით. არანაირი კანონი ამ ხალხს არ დაურღვევია. მათი უდიდესი უმრავლესობა დაბრუნდა საქართველოში და უფრო მეტი ევროპა მოიტანეს საქართველოში, ისევე როგორც მეტი კულტურული გაცვლის შესაძლებლობა მიეცათ. ამიტომ, რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ, თუმცა ეს მიღწევა უნდა შევინარჩუნოთ, იმისთვის, რომ ჩვენი მიმართულება, ამ ქვეყნის, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფება იყოს როგორც ქვეყნის ფასეულობების გადაწყვეტილება და არა ტექნიკური პრობლემებისგან შემდგარი რაღაც მოცემულობა. ამიტომ ჩვენ ვხედავთ, რომ გამოწვევები არის, ამ გამოწვევებს ვპასუხობთ და ვიცით, რომ უახლოეს პერიოდში გვექნება პოზიტიური შედეგი“,- გიორგი გახარია.
პოლიტიკა
- ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა - მიხეილ ყაველაშვილი
- ქვეყნის შიგნით სიმართლეს ძალადობით უპირისპირდებიან, ქვეყნის გარეთ სამარცხვინო „ტანტრუმებით“ - ანა ბუჩუკური „ქართულ ოცნებაზე“
- საქართველოს დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
- ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გააუქმოს ფუნდამენტური თავისუფლებების შემზღუდავი კანონმდებლობა
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტერ მადიარი შეხვედრის ფორმატზე შეთანხმდნენ
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















