სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა
საქართველო, თბილისი - 15:42 | 08.05.2019 ნანახია: 1000
საქართველოს პრეზიდენტი ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ სწავლებათა ინსტიტუტს ეწვია და სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა.
პრეზიდენტს უნივერსიტეტში აღმოსავლეთ სწავლებათა ინსტიტუტის დირექტორმა იან მალიცკიმ და ქართველოლოგიისმიმართულების ხელმძღვანელმა დავით პოლბაიამ უმასპინძლეს. საქართველოს პრეზიდენტმა ლექციაზე საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილა და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და პერსპექტივებზე ისაუბრა.
როგორც პრეზიდეnტმა აღნიშნა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში დიდი და პოზიტიური როლი შეასრულა პოლონეთისა და შვედეთის ინიციატივამ, 10 წლის წინ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის დაფუძნებასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც საქართველომ მიიღო ასოცირების ხელშეკრულება, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია და სხვა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროინტეგრაციის პროცესში აღნიშნული მიღწევების შემდეგ, დღეს საქართველო ცდილობს ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობა განავითაროს და ევროკავშირის კონკრეტულ პროგრამებში ჩაერთოს - განათლების, კულტურისა, თუ სატრანსპორტო სექტორების მიმართულებებით. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო მიესალმება ევროკავშირისა და ნატოს ღია კარის პოლიტიკას და ორიენტირებულია განვითარებაზე, რათა წარმატებით გაიაროს წევრობამდე დარჩენილი გზა.
სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უნივერსიტეტში საჯარო ლექციაზე ხაზი გაუსვა შავი ზღვის მნიშვნელობას, როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე სავაჭრო ეკონომიკური თვალსაზრისით, ევროკავშირის პროექტებთან მიმართებაში. საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველო - პოლონეთის განსაკუთრებულ, ორმხრივ ურთიერთობებზე და ვარშავის უნივერსიტეტში ქართველოლოგიური კვლევების მიმართულებას კი, მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უწოდა.ლექციის შემდეგ სტუდენტებმა შეკითხვები დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტს, დაინტერესდნენ: საქართველო - რუსეთის ურთიერთობებით და როგორ ხედავს საქართველო კონფლიქტის გადაწყვეტის გზას. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნულ საკითხზე საუბრისას ხაზი გაუსვა საქართველოს მშვიდობიან პოლიტიკას და განაცხადა, რომ რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს დასავლელი პარტნიორების იმედი აქვს.
პოლიტიკა
- ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა - მიხეილ ყაველაშვილი
- ქვეყნის შიგნით სიმართლეს ძალადობით უპირისპირდებიან, ქვეყნის გარეთ სამარცხვინო „ტანტრუმებით“ - ანა ბუჩუკური „ქართულ ოცნებაზე“
- საქართველოს დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
- ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გააუქმოს ფუნდამენტური თავისუფლებების შემზღუდავი კანონმდებლობა
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტერ მადიარი შეხვედრის ფორმატზე შეთანხმდნენ
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















