ბატონო გახარია, არა მხოლოდ უწყობთ ხელს, უშუალოდ თანამშრომლობთ კრიმინალებთან - ნიკა მელია
საქართველო, თბილისი - 13:50 | 02.05.2019 ნანახია: 1025
თუ ვინმე უწყობს ხელს პოლიციის დისკრედიტაციას, ბრძანდებით თქვენ, ბატონო გახარია, - მიმართა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა მელიამ შინაგან საქმეტა მინისტრს გიორგი გახარიას, რომელიც „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მელიას განცხადებით, მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას პოლიციის დისკრედიტაციაში დაადანაშაულა ოპოზიცია, თუმცა ამას თავად ის აკეთებს.
„თუ ვინმე უწყობს ხელს პოლიციის დისკრედიტაციას, ბრძანდებით თქვენ, ბატონო გახარია. ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ უწყობთ ხელს, უშუალოდ თანამშრომლობთ კრიმინალებთან და ეს ყველაფერი დადასტურდა ზუგდიდშიც კი და მხოლოდ ერთი ადამიანის სახელი და გვარი ხვიჩა ცხაკაიას საკმარისი, რომელიც თქვენ ასე ვთქვათ თავი გამოისულელეთ და თქვით, რომ არ გსმენიათ. არა და პირადად იცნობთ ამ ადამიანს. თქვენ ხართ იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელიც „რემენას“ აეროპორტში ხვდება. იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელიც ლავაზ ოღლის ათავისუფლებს. იმ გუნდის ერთ-ერთი თვალსაჩინო ლიდერი ხართ, რომლის რიგებში გახლავთ ბატონი კალაძე. თქვენი მეორე ლიდერი, რომელთანაც ურთიერთობა არ გაქვთ თბილი, მაგრამ ეგ თქვენი პრობლემაა, რომელიც ამაყობს 8 სული ქურდით და ამ ყველაფერის გათვალისწინებით, როგორ ბედავთ საერთოდ ლაპარაკს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე სხვა ახდენს პოლიციის დისკრედიტაციას. უნამუსოა ის ადამიანი, ვინც ხელებს იბანს ია კერზაიას მკვლელობაზე“,-განაცხადა ნიკა მელიამ.
პოლიტიკა
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
- საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს უგზავნის
- ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადია, პოლიტიკურად და პროფესიულად, ვაპირებ პროცესში ჩართვას, ციხიდან ბათუმში სიარულს პარტიის და საკუთარი თავის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოსადგენად - ნიკა გვარამია
- დიპლომატთა მისიაა, კედლების ნაცვლად ხიდები აშენონ, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ, კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხიდს - ტერორისტებსა - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
- შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს - ნიკოლ ფაშინიანი
- უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ენერგოობიექტებზე მასშტაბური იერიში მიიტანეს
- სი ძინპინი დაგვეხმარება და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკრაინის საკითხზე - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ Customer Centricity World Series 2025-ის ევროპის რეგიონული გამარჯვებული გახდა
- E-Commerce Day 2025 – „თეგეტა ჰოლდინგი“ მომავლის ტექნოლოგიების მხარდამჭერი
- ცირკულარული ეკონომიკა და მწვანე ინიციატივები - "თეგეტა გრინ პლანეტი" ლისაბონში საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა
- „თეგეტა მოტორსი“ ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















