საქართველოს დაპატრონებულია ერთი სვავი, სახელად ივანა - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 10:40 | 02.05.2019
ნანახია: 844

საქართველოს დაპატრონებულია ერთი სვავი, სახელად ივანა.ივანას ეზიზღება ქართველი ხალხი, უნდა რომ ქართველები წავიდნენ საქართველოდან და მის მაგივრად საერთოდ ჩამოასახლონ სხვა ხალხი,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ზუგდიდის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ვიდეოჩართვის დროს თქვა. 

"ძალიან მარტივი სიტუაციაა. საქართველოს დაპატრონებულია ერთი სვავი, სახელად ივანა. ივანას ეზიზღება ქართველი ხალხი, უნდარომ ქართველები წავიდნენ საქართველოდან და მის მაგივრად საერთოდ ჩამოასახლონ სხვა ხალხი. მას უნდა, რომ საქართველოში ყველა ბიზნესი იყოს მისი. მას უნდა, რომ ჩვენ გვქონდეს მომავალი საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ჰოლანდიაში, ამერიკაში, თურქეთში, მაგრამ არ გვქონდეს მომავალი საქართველოში", - განაცხადა სააკაშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე