პარლამენტმა მოსამართლეების შერჩევის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

საქართველო, თბილისი - 14:27 | 01.05.2019
ნანახია: 731

87 მომხრე, 33 წინააღმდეგი - პარლამენტმა ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებული კანონპროექტიუზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის წესის შესახებ ხმათა უმრავლესობით მიიღო.

კენჭისყრას წინ უძღვოდა ხმაურიანი განხილვა. პარლამენტის თავმჯდომარეს რამდენჯერმედაუპირისპირდნენ ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე.

კანონპროექტის განხილვა ხმაურისა და მწვავე დაპირისპირების ფონზე წარიმართა წინამოსმენებზეც. ოპოზიციამ ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა და არაერთხელ დაადანაშაულაროგორც კლანის ინტერესების გატარებაში, ასევე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებისუგულებელყოფაში.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე