პარლამენტში ეთიკის საბჭო შეიქმნა

საქართველო, თბილისი - 13:43 | 17.04.2019
ნანახია: 869

საქართველოს პარლამენტში ეთიკის საბჭო შეიქმნა. შესაბამისი დადგენილება საკანომდებლო ორგანოში მიიღეს. კენჭისყრა სესიაზე გაიმართა და დადგენილების პროექტს მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არცერთი არ ყოფილა.

კანონპროექტის ავტორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირინე ფრუიძეა.

ეთიკის კოდექსი არეგულირებს პარლამენტის წევრის ქცევას მისი სტატუსიდან გამომდინარე და წესებს განსაზღვრავს.

ეთიკის საბჭოს 16 წევრით უნდა დაკომპლექტდეს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე