გიგა ბოკერიას რომ გაეღვიძა დღეს და სასამართლო სისტემის დამცავია, ეს არის აბსურდი და ნონსენსი - ანრი ოხანაშვილი
საქართველო, თბილისი - 12:38 | 15.04.2019 ნანახია: 1005
გიგა ბოკერიას, რომ გაეღვიძა დღეს და სასამართლო სისტემის დამცავია, ეს არის აბსურდი და ნონსენსი, – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართა, რომლებმაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ პროტესტი ტაშითა და შეძახილებით გამოხატეს.
„ცოტა თავი გააკონტროლეთ ძალიან გთხოვთ და გააცნობიერეთ, სად იმყოფებით. თუ ვინმეს იმისი უნარი არა გაქვთ, აქ შეძახილებისადა ტაშების გარეშე ისხდეთ, მაშინ გაბრძანდით და იქ დაუკარით, სადაც შეგიძლიათ ტაშიც და შეძახილებიც. არ არის სწორი საქციელი. ბატონი გიგა ბოკერია არასამთავრობოების ინტერესებს რომ იცავს, ეს კიდევ ახალი მოვლენაა. ბატონ გიგას რომ გაეღვიძა დღეს და სასამართლო სისტემის დამცავია, ეს არის აბსურდი და ნონსენსი...
თქვენ შინაარსობრივი საკითხები არ გაქვთ და თუ გაქვთ, დავსხდეთ, გამოვალ აქ ტრიბუნასთან, ვისაუბროთ და გამოჩნდება, რა არგუმენტები გაქვთ და როგორი წონადია თქვენი არგუმენტები. საზოგადოება გადაწყვეტს მერე ამას და მოდით, ნუ გაურბიხართ ამ დებატს“,- აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
გიგა ბოკერიამ უმრავლესობის წევრებს მიმართა და ჰკითხა შეიძლება თუ არა ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ მათ პოზიცია შეიცვალონ. „ვენეციის კომისიის დასკვნა, რომ მოვა, შესაძლოა, თქვენი პოზიცია რაიმეზე შეიცვალოთ? მიპასუხეთ, კი თუ არა? ახლა გიჭირთ, თუ თქვენს თავმყოყვარეობაზე ვმოქმედებ? რატომ აღელდით ასე?“,- აღნიშნა ბოკერიამ.ბოკერიას გამოსვლას დავით მათიკაშვილის განცხადება მოყვა. მან გიგა ბოკერიას მიმართა, რომ ოსტაპ ბენდერს ნუ დაემსგავსება, რომელსაც მცდარად ჰგონია, რომ ხალხს ცინიზმი მოსწონს.
„ხალხს ცინიზმი არ მოსწონს, განსაკუთრებით თქვენგან. თქვენ ესპანელი ფაშისტების სიმბოლიკას შეუერთდით. „გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ რა სიმბოლიკაც აირჩია, რომ ნახოთ ისტორიულად, ზუსტად ეგ სიმბოლიკაა“,- მიმართა მათიკაშვილმა გიგა ბოკერიას.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე მსჯელობენ. საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს, კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა ორი კვირით გადადოს.
"ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატებმა, ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
პოლიტიკა
- ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა - მიხეილ ყაველაშვილი
- ქვეყნის შიგნით სიმართლეს ძალადობით უპირისპირდებიან, ქვეყნის გარეთ სამარცხვინო „ტანტრუმებით“ - ანა ბუჩუკური „ქართულ ოცნებაზე“
- საქართველოს დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
- ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გააუქმოს ფუნდამენტური თავისუფლებების შემზღუდავი კანონმდებლობა
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტერ მადიარი შეხვედრის ფორმატზე შეთანხმდნენ
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















