"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გმობს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორზე პოლიტიკურ ზეწოლას
საქართველო, თბილისი - 14:00 | 12.04.2019 ნანახია: 1112
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გმობს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორზე პოლიტიკურ ზეწოლას.
"დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, მოქალაქის მიერ დაფინანსებული და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული მაუწყებლის დირექტორზე პოლიტიკური გავლენების მოპოვების მცდელობა ყოვლად მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. მედიაზე ამგვარი თავდასხმა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მომავალს.
კანონმდებლობით შექმნილი დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის მაღალი გარანტიების მიუხედავად, მრავალი წელია მუდმივ წნეხს განიცდის საზოგადოებივი მაუწყებელი. კერძო მედია საშუალებებზე ასევე მიმდინარეობს მუდმივი თავდასხმა. ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი გაცხადებულად საუბრობს ტელეკომპანია რუსთავის 2-ის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების სურვილზე და იყენებს მართლმსაჯულების სისტემას ამ მიზნის მისაღწევად. ვლინდება, რომ სწორედ ტელეკოპანიებზე გავლენების მოპოვების მიზნით ახროციელებს ივანიშვილი ზეწოლას არაერთ ბიზნესმენზე.
დღეს ღია ზეწოლის მსხვერპლია ასევე აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზია, სადაც სამეურვეო საბჭოს წევრების გამოყენებით ხელისუფლება ცდილობს თანამდებობიდან გადააყენოს ტელევიზიის დირექტორი ნათია კაპანაძე, რომელიც გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმისა და დამოუკიდებლობის სტანდარტით და ქვეყანაში არსებული მძიმე მედია გარემოს პირობებში ქმნის აჭარის ტელევიზიისთვის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკისთვის ყველა პირობას. მას ადასტურებს არაერთი მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ანგარიში.
ვგმობთ მიზანმიმართულ თავდასხმას ხელისუფლების მხრიდან აჭარის ტელევიზიის დირექტორზე პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ მყოფი სამეურვეო საბჭოს წევრების გამოყენებით. სწორედ პოლიტიკური ზეწოლის საფუძველზე მოქმედებს მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქვოტით არჩეული აჭარის ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს წევრი ირაკლი დარცმელიძე, რომლის პოზიციას ემიჯნება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მოუწოდებს თავი აარიდოს მედიის წინააღმდეგ სახელისუფლებო რეპრესიებში თანამონაწილეობას.
მივმართავთ მედია არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და საქართველოს სახალხო დამცველს აღნიშნულზე რეაგირებისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს ნათია კაპანაძეს უნდობლობას უცხადებს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი, გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე. საბჭოს წევრებმა მაუწყებლობის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით განცხადება 10 აპრილს წარადგინეს.
პოლიტიკა
- ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა - მიხეილ ყაველაშვილი
- ქვეყნის შიგნით სიმართლეს ძალადობით უპირისპირდებიან, ქვეყნის გარეთ სამარცხვინო „ტანტრუმებით“ - ანა ბუჩუკური „ქართულ ოცნებაზე“
- საქართველოს დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
- ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გააუქმოს ფუნდამენტური თავისუფლებების შემზღუდავი კანონმდებლობა
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტერ მადიარი შეხვედრის ფორმატზე შეთანხმდნენ
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















