9 აპრილი იყო საბჭოთა კავშირის დასასრულის დასაწყისი - ლიეტუვის ელჩი

საქართველო, თბილისი - 14:19 | 09.04.2019
ნანახია: 906

 9 აპრილი იყო საბჭოთა კავშირის დასასრულის დასაწყისი, – ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, გიედრიუს პუოჯუნასმა განაცხადა.

„კარგად მახსოვს, იმ დროს სტუდენტი ვიყავი, ტელევიზიით ვადევნებდი თვალს ამ მოვლენებს, მაშინ ჩვენი ლიდერები ყვებოდნენ თბილისში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებზე, რაც ძალიან უჩვეულო რამ იყო იმ პერიოდში.  მივიჩნევ, რომ ეს იყო საბჭოთა კავშირის დასასრულის დასაწყისი. ჩვენც გვაქვს მსგავსი ტრაგიკული დღე, რომელიც 1991 წლის მოვლენებს უკავშირდება. ეს დღეები აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს. უმნიშვნელოვანესია, არ დაგვავიწყდეს იგი და გავაგრძელოთ დაწყებული საქმე მომავალშიც. მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები მუდმივად გვახსოვდეს“, – განაცხადა გიედრიუს პუოჯუნასმა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე