ივანიშვილი აფინანსებდა საქართველოს წინააღმდეგ ომს აფხაზეთში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ლებედი - ნათელაშვილი

საქართველო, თბილისი - 17:13 | 08.04.2019
ნანახია: 985

ხელისუფლების შეცვლისთანავე ბიძინა ივანიშვილის პასუხისგებაში იქნება მიცემული,“ - აცხადებს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ბიძინა ივანიშვილის წერილთან დაკავშირებით, რომელიც დღეს გამოქვეყნდა

 ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არამხოლოდ 9 აპრილის ტრაგედიის ორგანიზატორებს აფინანსდებდა, მისი მტკიცებით, ივანიშვილი აფინანსებდა საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ომს აფხაზეთში.   

„ოლიგარქმა 9 აპრილთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა მორიგი ფარისევლური ეპისტოლე. ტრაგიკულობა ვითარების იმაშია, რომ ბიძინა ივანიშვილი არა მარტო აფინანსებდა 9 აპრილის მთავარი ჯალათის გენერალ ლებედის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიას, არამედ იგი მანამდე მილიონებით აფინანსებდა საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ომს აფხაზეთში, რომელსაც ხელმძღვანელობდა სწორედ გენერალი ლებედი. ხელისუფლების შეცვლისთანავე ბიძინა ივანიშვილის პასუხისგებაში იქნება მიცემული,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით წერილი გამოაქვეყნა.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე