მამუკა ბახტაძე დღეს შიდა ქართლის რეგიონს ეწვევა

საქართველო, თბილისი - 11:04 | 29.03.2019
ნანახია: 862

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს შიდა ქართლის რეგიონს ეწვევა.

მთავრობის მეთაური კასპში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად,  თეძამის წყალსაცავის მშენებლობის პრეზენტაციას დაესწრება. გასული საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ პირველი წყალსაცავი საქართველოში, რომლის მასშტაბური მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება, კასპის მუნიციპალიტეტის 22 სოფელს მოემსახურება.

დღესვე მამუკა ბახტაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კასპისპროფესიული სასწავლებლისა და ტექნოპარკის მშენებლობის პროცესს გაეცნობა და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაათვალიერებს.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე