აივ-ინფექციისგან პაციენტის განკურნების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველო, თბილისი - 12:39 | 05.03.2019 ნანახია: 931
აივ-ინფექციისგან პაციენტის განკურნების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში. პაციენტს დონორის ძვლის ტვინი გადაუნერგეს, რომელსაც ვირუსის მიმართ თანდაყოლილი იმუნიტეტი ჰქონდა. ამის შესახებ გაზეთი The Guardian-ი წერს.
პაციენტმა ძვლის ტვინის გადანერგვიდან სამი წლისა და ანტივირუსული თერაპიიდან 18 თვის შემდეგ სამედიცინო შემოწმება გაიარა. მაღალი სიზუსტის ტესტებმა აივ-ინფექციის კვალი ვერ აღამოაჩინეს.
ამასთან, ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პროფესორმა რავინდრა გუპთამ განაცხადა, რომ სრულ წარმატებაზე საუბარი ჯერ ადრეა.
გაზეთის ცნობით, ანალოგიური მეთოდით 2007 წელს განიკურნა გერმანელი პაციენტიც, რომელსაც ასევე გადაუნერგეს დონორის ძვლის ტვინი. დონორს იშვიათი გენეტიკური მუტაცია ჰქონდა, რომელიც აივ-ინფექციისადმი იმუნიტეტს უზრუნველყოფდა. ამ პაციენტის ორგანიზმში დღემდე აივ-ინფექციის კვალი არ აღმოჩენილა.
როგორც The Guardian-ი აღნიშნავს, ექსპერტების უმეტესობა მიიჩნევს, რომ მკურნალობის მსგავსი მეთოდი, შესაძლოა, უნივერსალური არ გახდეს, რადგან პროცედურა ძალიან ძვირადღირებული, რთული და რისკის შემცველია. ამასთან, დონორების რაოდენობა მცირეა.
ამის გარდა, სპეციალისტებმა ჯერ ვერ დაადგინეს, დონორების გენეტიკური მუტაცია არის თუ არა ერთადერთი საფუძველი ოპერაციის წარმატებისთვის.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















