ნიუ-დელის სასტუმროში ხანძარს 17 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:03 | 12.02.2019
ნანახია: 778

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში სასტუმრო Arpit Palace-ში გაჩენილ ხანძარს 17 ადამიანი ემსხვერპლა. იუწყება ტელეარხი NDTV.

მედიის ცნობით, მაშველებმა 34 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, რომლებიც საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი.

პოლიციის ცნობით, გარდაცვლილთა უმეტესობა გაიგუდა, ორი მათგანი კი ხანძრისგან თავის დაღწევის მიზნით ფანჯრიდან გადახტა.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე