სტოკჰოლმში, საცხოვრებელ სახლში აფეთქებას 1 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 15:43 | 11.02.2019
ნანახია: 738

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, საცხოვრებელ სახლში ძლიერი აფეთქება მოხდა. შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აფეთქება სახლის ერთ-ერთ ოთახში მოხდა. მომხდარის შემდეგ მეზობელი სახლებიდან ვეაკუაცია განხორციელდა.

აფეთქების მიზეზები უცნობია, თუმცა პოლიცია არ გამორიცხავს რომ ეს უბედური შემთხვევა იყო, დაწყებულია გამოძიება. ადგილობრივი მედია წერს, რომ სამართლადამცველები ეძებენ 60 წლის მამაკაცს, რომელიც გარდაცვლილის გადარჩენას ცდილობდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე