სერიული მკვლელის ჩარზლ მენსონის სექტის წევრი, შესაძლოა, 40-წლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდეს (ფოტო)
საქართველო, თბილისი - 11:44 | 08.02.2019 ნანახია: 2089
ცნობილი ამერიკელი სერიული მკვლელის ჩარლზ მენსონის ყველაზე ახალგაზრდა მიმდევარი ლესლი ვან ჰაუთენი, შესაძლოა, 40-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გათავისუფლდეს. შესაბამისი რეკომენდაცია კალიფორნიის შტატის ვადამდელი გათავისუფლების კომისიამ უკვე მოამზადა.
ჩარლზ მენსონმა 1960-იან წლებში კალიფორნიაში ჩამოაყალიბა სექტა. მას სურდა რასობრივი ომი წამოეწყო ამერიკაში. ქადაგებდა, რომ ადამიანის მკვლელობა არის უდიდესი კეთილშობილება და არა ბოროტება, რადგან ადამიანის სულს ხორცისგან გათავისუფლება და ზეცაში დამკვიდრება სურს.
ჩარლზ მენსონის მიერ დაფუძნებული დანაშაულებრივი ჯგუფის - „ოჯახის“ ყველაზე სასტიკი და გახმაურებული მკვლელობა 1969 წელს, ლოს-ანჯელესში მოხდა, როდესაც სიელო-დრაივზე მდებარე ცნობილი რეჟისორის, რომან პოლანსკის სახლში „ოჯახის“ წევრები შევიდნენ და რეჟისორის 8 თვის ორსული ცოლი შერონ ტეიტი და მისი მეგობრები სასტიკად დახოცეს. იმ საღამოს პოლანსკი სახლში არ იმყოფებოდა.
თუ რატომ აირჩია „ოჯახმა“ რეჟისორის სახლი, უცნობია. თუმცა არსებობს ორი ვერსია, ერთი ვერსიის თანახმად, მენსონი, რომელიც თავს მუსიკოსს უწოდებდა, ვარაუდობდა, რომ სახლი მის ნაცნობ პროდისუერს ეკუთვნოდა, რომელმაც მასთან მუშაობაზე უარი უთხრა, მეორე ვერსიით კი სექტის დამფუძნებელი სახლში ადრე უკვე იმყოფებოდა და შენობის გეგმას კარგად იცნობდა და რომ სახლი გარეუბანში მდებარეობდა.
მენსონის სექტა ძირითადად გოგონებისგან შედგებოდა. თვითონ მენსონი მკვლელობებში არ მონაწილეობდა.
სიელო-დრაივზე მდებარე სახლში იმყოფებოდნენ ორსული შერონ ტეიტი, ცნობილი სტილისტი ჯეი სებრინგი, რომან პოლანსკის საუკეთესო მეგობარი ვოჯჩიც ფრიკოვსკი და მისი მეგობარი ქალი აბიგაილ ფოლგერი. მენსონის მიერ ორგანიზებულ მკვლელობას ჩარლზ ტექს ვატსონი ხელმძღვანელობდა. სახლში შესვლამდე, მან ტელეფონის ხაზები გადაჭრა და სიგნალიზაცია ჩაახშო. გოგონები ფანჯრიდან შეიპარნენ. ჯერ ვოჯჩიცი დაინახეს. მას მისაღებ ოთახში ეძინა, აბიგაილიც იქვე – ბუხართან წიგნს კითხულობდა. შერონი და ჯეი საძინებელში საუბრობდნენ. მკვლელებმა ისინი თეთრი, დაგრეხილი თოკით გადააბეს. ჯეი შერონს გამოესარჩლა, ორსულად არის, ის მაინც დაინდეთო, მაგრამ მისმა სიტყვებმა ისე განარისხა ვატსონი, რომ მაშინვე 22 – კალიბრიანი რევოლვერით, შუბლში ორი გასროლით სიცოცხლე მოუსწრაფა. ვოჯჩიცს ჯერ ხელები შეუკრეს და ისე აწამეს. ის მეორე მსხვერპლი აღმოჩნდა. აბიგაილი ოთახიდან გაიქცა, თუმცა სექტის წევრმა პატრისია კრენვინკელმა მაინც მოახერხა ეზოში მისი დაჭერა. ვატსონი ჯერ დანით გაუსწორდა, შემდეგ კი იარაღი ესროლა. ორსულმა შერონმა ყველაზე დიდხანს იცოცხლა, მაგრამ მენსონების წინაშე ისიც უძლური აღმოჩნდა. ვატსონმა მას დანა16- ჯერ დაარტყა.
დანაშაულებრივ ჯგუფზე პოლიცია შემთხვევით გავიდა. ოჯახის ერთ-ერთი წევრი სუზან ატკინსი სულ სხვა დანაშაულისთვის დააკავეს, მან თავი ვერ შეიკავა და ციხეში, თავის თანამესაკნეს პოლანსკის ცოლისა და მისი მეგობრების დახოცვის ამბავი მოუყვა. მან კი ამის შესახებ ციხის ადმინისტრაციას აცნობა.
მენსონი დამნაშავედ ცნეს ორ სხვა მკვლელობაშიც. მას და მის სამ თანამზრახველს სიკვდილი მიუსაჯეს, მაგრამ ვიდრე განაჩენს სისრულეში მოიყვანდნენ, კალიფორნიაში 1972 წელს სიკვდილით დასჯა გაუქმდა და ვერდიქტი დამნაშავეებს სამუდამო პატიმრობით შეეცვალათ.
ჩარლზ მენსონი ციხეში 84 წლის ასაკში , 2017 წლის ნოემბერში გარდაიცვალა.
სექტის წევრები
ჩარლზ მენსონი
მსახიობი შერონ ტეიტი
"ოჯახის" წევრი სუზან ატკინსი
ლესლი ვან ჰაუთენი
"ოჯახის" წევრი პატრისია კრენვინკელი
პოლიტიკა
- სუს-ის ანგარიში მოსკოვშია დაწერილი - ანა ნაცვლიშვილი
- ვინმეს შეუვარდნენ და ფიზიკური ძალადობა იყო? რა მოხდა? ფიზიკური იძულება იყო? სახლში ბავშვიც შეიძლება იყოს და ფეხმძიმე ქალბატონიც - გურამ მაჭარაშვილი ჩხრეკებზე
- „ქართული ოცნების“ ტერორის კიდევ ერთ გამოხატულებას წარმოადგენს - საია ჩხრეკებზე
- რეჟიმის რყევა ძლიერდება, ადამიანები გადიან რეჟიმის პირველი წრიდან, ეს არის ერთ-ერთი ფორმა, რითაც რეჟიმები უახლოვდებიან თავიანთ დასასრულს - სალომე ზურაბიშვილი
საზოგადოება
- პაციენტებსა და მედპერსონალს საფრთხე არ ემუქრება, უწყვეტ რეჟიმში ვაგრძელებთ ზრუნვას თითოეულ პაციენტზე - „თოდუას კლინიკა“
- „არ გადაყარო, ჩააბარე“ - დედამიწის კვირეული „თეგეტა მოტორსთან“ ერთად გრძელდება
- საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
- „არ გადაყარო, ჩააბარე“ - მოემზადე დედამიწის კვირეულისთვის „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
სამართალი
- ნიკა მელიას 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
- თემურ ქათამაძეს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე სააპელაციო სასამართლომაც უარი უთხრა
- მზია ამაღლობელმა ირაკლი დგებუაძეს სახეში დაარტყა ხელი, ისეთი ხმა იყო დარტყმის შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია - გრიგოლ ბესელია
- მანიფესტაციის წესის დარღვევის მუხლით გამოწერილ ჯარიმებზე მოქალაქეებს მიუვიდათ შეტყობინება, რომ ქვითარი შედგენილია სატრანსპორტო საშუალებაზე, ხარვეზის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახური მუშაობს - შსს
მსოფლიო
- იმედი მაქვს, კრემლი ხვდება, რომ პრეზიდენტ ტრამპთან თამაში არ ღირს - ფინეთის პრეზიდენტი
- ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთში ელექტროენერგია მასშტაბურად გაითიშა, გაჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა, შეფერხებულია ფრენები
- ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი ვატიკანში 7 მაისს შეიკრიბება
- უკრაინასა და რუსეთს მოუწევთ ტერიტორიების დათმობა - ჯეი დი ვენსი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტამ“, „გალტ & თაგარტთან“ ექსკლუზიური პარტნიორობით, 10 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა
- Tegeta Construction Equipment-ი JCB-ს TOP 80 დილერს შორის მოხვდა - ბრიტანულმა ბრენდმა 80 წლის იუბილე აღნიშნა
- „ვოლვო ქარ საქართველოში“ სპეციალური შეთავაზებები სრულად ელექტრულ VOLVO EX30-ზე მოქმედებს
- Porsche 911 GT3-ის ახალი რეკორდი ნიურბურგრინგის ტრასაზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს