თემურ ქათამაძეს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე სააპელაციო სასამართლომაც უარი უთხრა

საქართველო, თბილისი - 18:00 | 29.04.2025
ნანახია: 28

თემურ ქათამაძეს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე სააპელაციო სასამართლომაც უარი უთხრა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს, 29 აპრილს მიიღო. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ადვოკატებს საშუალება ექნებათ, ქვეყნიდან გაძევების პროცედურების დაწყების შესახებ შსს-ს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათუმის აქციების მედროშის, თემურ ქათამაძის მოთხოვნა 18 მარტს გამართულ სხდომაზე არ დააკმაყოფილა.

ქათამაძე ლტოლვილის სტატუსს, ასევე ჰუმანიტარული ან დამატებითი დაცვის სტატუსის მინიჭებას ითხოვდა. 

ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად 11 იანვარს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, ხოლო მეორედ 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლის დღეს, რის შემდეგაც ქათამაძემ შიმშილობა დაიწყო. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე