პოლიციის აკადემიაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 12:03 | 18.01.2019
ნანახია: 969

21-მდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში პოლიციის აკადემიაში მომხდარი აფეთქების შედეგად. დაშავებულია კიდევ 68 ადამიანი.

ადგილობრივი მეიდის თანახმად, კოლუმბიის თავდაცვის სამინისტრომ ინციდენტი ტერაქტად შეაფასა.

გარდაცვლილთა შორის პანამისა და ელვადორის მოქალაქეებიც არიან.

ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

კოლუმბიის გენერალური პროკურორის ნესტორ უმბერტოს განცხადებით, აფეთქება 56 წლის ხოსე ალდემარ როხასმა განახორციელა, რომელიც Nissan-ის მარკის ავტომობილს მართავდა. ავტომანქანა 80 კგ პენტოლითით იყო დატვირთული.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე