ირანში ავიაკატასტროფას მხოლოდ 1 ადამიანი გადაურჩა

საქართველო, თბილისი - 12:20 | 14.01.2019
ნანახია: 873

თეირანთან ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შედეგად ცოცხალი მხოლოდ ერთი ადამიანი გადარჩა. მედიის ცნობით, ბორტზე სულ 16 ადამიანი იმყოფებოდა. გადარჩენილი თვითმფრინავის ინჟინერია.

სატვირთო თვითმფრინავი Boeing 707 ბიშკეკიდან თეირანთან მდებარე ქალაქი ყარაჯის „პაიამის“ აეროპორტში მიფრინავდა, მაგრამ შეცდომით იმავე ქალაქის „ფათჰის“ აეროპორტში დაიწყო დაშვება.

სააგენტო Fars-ის ცნობით, პილოტმა დაშვების დროს მართვა დაკარგა, ასაფრენ-დასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და საცხოვრებლ კვარტალში შეიჭრა. სააგენტოსვე ცნობით, შენობებში მცხოვრები ადამიანების ბედი უცნობია.

თვითმფრინავი ირანულ ავიაკომპანიას ეკუთვნოდა და ბიშკეკიდან ჩარტერულ რეისს ასრულებდა. როგორც ცნობილია, მას 30 ტონა ხორცი გადაჰქონდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე