ზვავის ქვეშ მოყოლილი 12 წლის ბიჭი სიკვდილს გადაურჩა

საქართველო, თბილისი - 14:57 | 28.12.2018
ნანახია: 944

საფრანგეთის ალპებში ზვავის ქვეშ მოყოლილი 12 წლის ბიჭი ცოცხალი გადარჩა. ამის შესახებ The Guardian-ი იუყწება.

ის სათხილამურო ტრასის მიღმა სრიალებდა და მოთხილამურეთა ჯგუფიდან ზვავის ქვეშ მხოლოდ ის მოყვა.

ინციდენტი 1400 მეტრის სიმაღლეზე მოხდა. ადგილზე მაშველთა ვერტმგრენი მიფრინდა, თოვლის ქვეშ ბავშვი ძაღლმა იპოვა. ბიჭი თოვლის ქვეშ 40 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.

მაშვლებმა ბიჭის გადარჩენას სასწაული უწოდეს, რადგან მათი თქმით, ზვავის ქვეშ ადამიანი 15 წუთზე მეტ ხანს ვერ ძლებს. თუმცა ბიჭს გაუმართლა, რადგან თოვლის ქვეშ მცირე ნაპრალები გაჩნდა, საიდანაც ის ჰაერს იღებდა.

ბავშვს ტრავმები არ მიუღია.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე