აშშ არ შეიძლება მომავალშიც მსოფლიო პოლიციად დარჩეს - დონალდ ტრამპი

საქართველო, თბილისი - 12:10 | 27.12.2018
ნანახია: 720

აშშ არ შეიძლება მომავალშიც მსოფლიო პოლიციად დარჩეს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ერაყში ვიზიტის დროს განაცხადა.

„უსამართლობაა, რომ ეს ტვირთი მთლიანად ჩვენ გვაწევს“, - აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.

ტრამპმა განმარტა, რომ ვაშინგტონს არ სურს, სხვა ქვეყნები თავის დასაცავად ამერიკელ სამხედროებს იყენებდნენ.

„ჩვენ მთელს მსოფლიოში ვართ გაფანტულნი, ვიმყოფებით ქვეყნებში, რომელთა შესახებაც  ადამიანებს არც კი გაუგიათ. გულწრფელად გეტყვით, რომ ეს სასაცილოა“, - დასძინა ტრამპმა.

ამერიკის პრეზიდენტი და პირველი ლედი, მელანია, ერაყში აინ ალ-ასადის სამხედრო ბაზაზე 26 დეკემბერს იმყოფებოდნენ. ისინი სამხედრო მოსამსახურეებსა და ხელმძღვანელობას შეხვდნენ. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ფოტოებში ჩანს, რომ ტრამპი ჯარისკაცებს არაფორმალურ გარემოებაში შეხვდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე