კონსერვატორები ტერეზა მეის უნდობლობის საკითხს დააყენებენ

საქართველო, თბილისი - 13:38 | 12.12.2018
ნანახია: 940

დღეს, 12 დეკემბერს, კონსერვატიული პარტიის წევრები დიდი ბრიტანეთს პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის უნდობლობის საკითხს უყრიან კენჭს.

კენჭისყრა თემთა პალატაში ადგილობრივი დროით 18:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება. იმ შემთხვევაში, თუ თავისივე პარტიის წევრები ტერეზა მეის უნდობლობას გამოუცხადებენ, პარტიაში ახალი ლიდერის არჩევნები გაიმართება და ბრიტანეთის მთავრობას ახალი პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ პარლამენტში დაგეგმილი კენჭისყრა  Brexit-ის შეთანხმების შესახებ გადადო.

პრემიერ მინისტრმა კენჭისყრის გადადების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ის გააფრთხილეს, რომ იმყოფება „გამანადგურებელი დამარცხების“ გზაზე.

ევროკავშირთან Brexit-ის შესახებ შეთანხმებაზე კენჭისყრა 11 დეკემბერს იყო დაგეგმილი. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი შეთანხმებას მხარს არ დაუჭერს, არსებობს კიდევ სხვა ვარიანტი, რომლის მიხედვით დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების გარეშე დატოვებს (no-deal), რაც ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ქვეყნისთვის ეკონომიკური კატასტროფა იქნება. დოკუმენტს, რომელსაც ტერეზა მეი საუკეთესო გარიგებას უწოდებს, აკრიტიკებენ, როგორც ოპოზიციონერები, ისე კონსერვატორები.

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 2019 წლის 29 მარტს დატოვებს.


პოლიტიკა