Forbes-მა ყველაზე მაღალშემოსავლიანი ახალგაზრდა ცნობილი ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა

საქართველო, თბილისი - 14:45 | 28.11.2018
ნანახია: 824

ჟურნალმა Forbes-მა 30-წლამდე ასაკის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ცნობილი ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა.

პირველი ადგილი დაიკავა ამერიკელმა მოდელმა კაილი ჯენერმა, მისი ქონება 900 მლნ დოლარად არის შეფასებული. კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანია Kylie Cosmetics-ის  21 წლის მფლობელის ყოველწლიური შემოსავალი 166,5 მლნ დოლარს შეადგენს.

მეორე ადგილი დაიკავა ბრიტანელმა მუსიკოსმა 27 წლის ედ შირანმა. მისი ყოველწიური შემოსავალი 110 მლნ დოლარს შეადგენს.

ბრაზილიელი ფეხბურთელის, პსჟ-ს თავდამსხმელის - ნეიმარის წლიური შემოსავალი 90 მლნ დოლარია, რამაც 26 წლის სპორტსმენს მესამე ადგილის მოპოვების უფლება მისცა.  

ხუთეულში ასევე მოხვდნენ ამერიკელი 28 წლის მომღერალი ტეილორ სვიფტი, მისი შემოსავალი 80 მლნ დოლარს შეადგენს და მისი თანატოლი კანადელი მომღერალი The Weeknd (ეიბელ ტესფაიე), რომლის შემოსავალიც წელიწადში 57 მლნ დოლარია.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე