Facebook-მა აშშ-ის კონგრესის არჩევნების წინ საეჭვო ანგარიშები დაბლოკა

საქართველო, თბილისი - 10:18 | 06.11.2018
ნანახია: 731

Facebook-მა აშშ-ის კონგრესის არჩევნების წინ 115 საეჭვო ანგარიში დაბლოკა. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.

შუალედურ  არჩვენებში უცხოური ობიეტქების მხრიდან ჩარევის წინააღმდგ ბრძოლის ფარგლებში დაბლოკილია Facebook-ის 30 და Instagram-ის 85 ანგარიში.

 „ჩვენ დაუყოვნებლივ დავბლოკეთ ეს ანგარიშები და ახლა მათ დეტალურად შევისწავლით“, - ნათქვამია Facebook-ის კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელის ნათანიელ გლეიჰერის განცხადებაში.

 „Facebook-ის თითქმის ყველა გვერდი, რომლებიც ამ ანგარიშებთან არის დაკავშირებული, ფრანგულ ან რუსულ ენებზეა“, -აღნიშნა ნათანიელ გლეიჰერმა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია წინასწარი დასკვენების გაკეთებისგან თავს იკავებს.

 „როგორც კი მეტი ინფორმაცია გვექნება, მათ შორის ისიც, უკავშირდება თუ არა ეს ანგარიშები რუსულ კვლევით ინტერნეტ-სააგენტოებს ან სხვა იცხოურ ორგანიზაციებს, ამ პოსტს განვაახლებთ“, - აღნიშნულია Facebook-ის განცახდებაში.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე