რუსეთის ეკლესიამ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა
საქართველო, თბილისი - 21:31 | 15.10.2018 ნანახია: 1210
მინსკში გამართული რუსეთის ეკლესიის სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმაგანაცხადა, რომ წმინდა სინოდის წევრებმა შეუძლებლად მიიჩნიეს შემდგომში კონსტანტინეპოლის პატრიარქთან ევქარისტული კავშირი.
მისივე თქმით, რუსეთის ეკლესიის სინოდი იძულებული გახდა ასეთი გადაწყვეტილება მიეღო, რადგან ილარიონის თქმით, კონსტანტინოპოლი განხეთქილების მომხრე ძალების გვერდით დადგა და საეკლესიო კანონთა ჩარჩოს მიღმა აღმოჩნდა.
„სქიზმატებისა და სხვა ეკლესიის მიერ ანათემას გადაცემული პირების "თანაზიარებაში მიღებას, მთელი მათ მიერ ხელდასხმული "ეპისკოპოსებითა" და "სასულიერო დასით", სხვისი კანონიკური ტერიტორიების მიტაცებას, მცდელობას უკან წაიღოს თავისი ისტორიული გადაწყვეტილებები და მოვალეობები, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო გაჰყავს კანონიკური ველიდან და ჩვენი დიდი მწუხარების მიუხედავად, შეუძლებელს ხდის ვიყოთ ევქარისტიულ კავშირში მის იერარქებთან, სამღვდელოებასა და ერისკაცებთან", - ნათქვამია განჩინებაში.
საუბარია, მსოფლიო საპატრიარქოს მიერ კიევის პატრიარქის ფილარეტისა და მიტროპოლიტ მაკარისთვის ანათემის მოხსნის და იმ სინოდალური გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, რომლითაც მოსკოვის პატრიარქს კიევის მიტროპოლიტის ხელდასხმა შეეძლო.
გთავაზობთ კონსტანტინოპოლის ეკლესიის წმიდა სინოდის 11 ოქტომბრის განჩინებას:
"მისი ყოვლადუწმიდესობის, მსოფლიო პატრიარქის თავმჯდომარეობით 2018 წლის 9-11 ოქტომბერს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შესწავლისა და განხილვის მიზნით შეიკრიბა წმინდა და სამღვდელო სინოდი.
წმინდა სინოდი გამოწვლილვით და დიდხანს იხილავდა უკრაინის საეკლესიო საქმეს, რომელსაც ესწრებოდნენ ყოვლადსამღვდელო საპატრიარქო ეგზარქოსები უკრაინაში, პამფილელი მთავარეპისკოპოსი დანიელი და ედმონტელი ეპისკოპოსი ილარიონი და ფართო განხილვის შემდგომ განჩინებულ იქნა შემდეგი:
დამტკიცდეს მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მსოფლიო საპატრიარქოს განზრახული აქვს უკრაინის ეკლესიას უბოძოს ავტოკეფალია;
აღდგენილ იქნეს დღეიდან მსოფლიო საპატრიარქოს სტავროპიგია კიევში, რომელიც ერთ-ერთია უკრაინაში მუდამ არსებული სტავროპიგიებიდან;
მიღებულ და შესწავლილ იქნეს ფილარეტ დენისენკოს, მაკარი მალეტიჩისა და მათი მიმდევრების სააპელაციო თხოვნა, რომლებიც სქიზმაში გავიდნენ არა დოგმატურ მიზეზთა გამო. ეს შეესაბამება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კანონიკურ უფლებამოსილებებს, რომ განიხილოს ამგვარი მიმართვები ყველა ავტოკეფალური ეკლესიის იერარქთაგან და მღვდელმსახურთაგან. ამრიგად, ზემოხსენებული პირები კანონიკურად აღდგენილ იქნენ მათ საეპისკოპოსო და სამღვდელო ხარისხში, ასევე აღდგენილ იქნეს მათი მრევლის თანაზიარება ეკლესიასთან;
გაუქმდეს 1686 წლის სინოდური სიგელის მოქმედება, რომელიც გამოცემულ იქნა იმ დროის გარემოებათა გათვალისწინებით და იკონომიის წესით უფლებას აძლევდა მოსკოვის პატრიარქს, ხელი დაესხა თავისი სასულიერო და საერო პირთაგან შემდგარი კრების მიერ არჩეული კიევის მიტროპოლიტისათვის. იგი ვალდებული იყო ყველა ღმრთისმსახურებისას მოეხსენებინა მსოფლიო პატრიარქი, როგორც თავისი პირველიერარქი და ამით განეცხადებინა და დაემტკიცებინა თავისი კანონიკური მორჩილება კონსტანტინოპოლის დედა-ეკლესიასთან;
მიემართოს ყველა ჩართულ მხარეს მოწოდებით, თავი შეიკავონ ეკლესიების, მონასტრებისა და სხვა ქონების დაუფლებისგან, აგრეთვე სხვა სახის ძალადობისგან ან შურისძიებისგან, რათა სუფევდეს მშვიდობა და სიყვარული ქრისტესი.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















